ახალი ამბები • 1738944434
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების პროტესტის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ 108 ოჯახს საცხოვრებელი გადასცა
საზოგადოება
1718127946
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების პროტესტის მიუხედავად , ჯანდაცვის სამინისტრომ 108 ოჯახს ბინა გადასცა. მათ საცხოვრებლის მიღება მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიულოცა. უწყების ცნობით, განაწილების პროცესი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება. სამინისტროს ცნობით, უკვე ეცნობა იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. ჯამში პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს. სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და კეთილმოწყობა "ოცნების ქალაქში" უკვე დასრულებულია. ყოველდღიურ რეჟიმში კი იქ მცხოვრებლები აქციებს მართავენ. აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით ხდება განაწილების პროცესი. ითხოვენ გამჭვირვალობას და ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, აქციებს გამართავენ.

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
1738914298

ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482

ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა