პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 10 მსჯავრდებულიდან 3 სრულად გათავისუფლდა  სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალია. 4-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალს, შეწყალების აქტი შეეხო ასევე სამ პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან"', - წერია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა