პროტესტი ბათუმში, დემეტრე თავდადებულის N67-ში

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის N67 მცხოვრებლები ინვესტორის წინააღმდეგ. ადგილობრივები აპროტესტებენ იმას,  რომ დილის 10 საათიდან ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. საუბარია ჯამში 30-მდე ოჯახზე. მოქალაქეები ხელს ნუგზარ ბაკურიძისკენ იშვერენ, რომელსაც ბინა მერიაზე ჩაბარებული არ აქვს და შესაბამისად, კორპუსში არც "ენერგო პრო ჯორჯიას" გამრიცხველიანებაა დამონტაჟებული.

მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზის გამო, თავის დროზე კომუნალური სერვისის ღირებულების გადახდის ვალდებულება ბაკურიძემ აიღო, ბოლო რამდენიმე თვეა კი დანაპირებს არ ასულებს. დემეტრე თავდადებულის 67 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდნენ.

კორპუსის წინ შეკრებილებმა  ქუჩა გადაკეტეს და მათი პირობების შესრულება მოითხოვეს.

ცნობისთვის, ნუგზარ ბაკურიძეს ნებართვა 7 სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა, თუმცა ამჟამად მას 9 სართული აქვს აშენებული და ადგილობრივების ინფორმაციით, სართულების დამატებას გეგმავს. არაერთი მცდელობის მიუხედავად,  ბაკურიძეს დაკავშირება ვერ შევძელით. ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ბათუმის მერიაში უპასუხეს.

 

ავტორი: მარიამ ცინცაძე

მეტის ნახვა