ახალი ამბები • 1750168849
"ქართული მრავალფეროვნების ნავსაყუდელი" - ბათუმში, ქართული ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა გაიმართება

"ქართული მრავალფეროვნების ნავსაყუდელი" - შაბათ-კვირას, ბათუმში, ქართული ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა გაიმართება. ღონისძიებაზე საშუალება გექნებათ ხით ხუროობის უნიკალური ნიმუშები დაათვალიეროთ, ნახოთ და შეიძინოთ აჭარელი ქალების ნაქარგობები, მოისმინოთ პანელური დისკუსია ქართულ-ისლამური არქიტექტურის ნიმუშების საჭიროებებისა და გამოწვევების თაობაზე.
სივრცეში ასევე გაიმართება დოკუმენტური ფილმის „უხილავი ფერები - ქართული ხის მეჩეთების“ ჩვენება.
გამოფენას დაესწრება დაგლას უები - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მოქმედი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში და ბერგლიოტ ჰოვლანდი - ნორვეგიის ელჩი საქართველოში.
ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში ხორციელდება. ორგანიზატორი "სოლიდარობის თემია".
მისამართი: სასტუმრო „რუმსი ბათუმში“, გოგებაშვილის #10.

1749708000

1749645219

1739131407