ახალი ამბები • 1756410394
ქობულეთში გერმანიის მოქალაქე გველის ნაკბენით გარდაიცვალა
საზოგადოება
1722329916

გველის ნაკბენის შედეგად ტურისტი გარდაიცვალა. შემთხვევა ჩაქვის ჩაისუბანში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, გველი კავკასიური გიურზას ჯიშს მიეკუთვნებოდა.
ტურისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებენ ქობულეთის მერიაში.
TV 25-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქეა.
"გველი სახლში ჰყავდა, ტყიდან მიუყვანია. ადგილობრივებმა გააფრთხილეს, რომ გველი სახლში არ უნდა ჰყოლოდა" - უთხრეს TV25-ს ქობულეთის მერიაში.
ერთ-ერთი ვერსიით კი, გველი თავად ტურისტმა ჩამოიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
გიურზა შხამიანი გველია გველგესლასებრთა ოჯახიდან.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა