ახალი ამბები • 1735650420
რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს ბათუმში?
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, 26 მაისს, ბათუმში მთელი დღის განმავალობაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება. ღონისძიებების მთავარი ლოკაცია ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება. მოეწყობა ქართულ-ხალხური კუთხეები და ღვინის დეგუსტაცია. დაგეგმილია კონცერტები, საბავშვო, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, ასევე ბათუმელი მეწარმეების გამოფენა. აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.
დაგეგმილია:
07:00-დან 18:00-მდე - სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა
12:00 - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, საბავშვო კუთხე
12:00 - კულტურის ცენტრის სასულე ორკესტრი
13:00 - ბენდი „Catfish“
14:00 - ბენდი „Bona dea“
15:00 - ბენდი „ქართული“ და ტრიო „გოგლაურა“
17:10 - რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა - საქართველოს ჰიმნი
18:00 - ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“, ვაჟთა და ქალთა ვოკალური ანსამბლები.
1728455482
1727447820