ახალი ამბები • 1725985255
რა ცვლილებებია 4-6 სექტემბრის ჩათვლით მატარებლის მიმოსვლასთან დაკავშირებით
4 და 5 სექტემბერს შტადლერის ტიპის მატარებლის ნაცვლად, რეისებს ჯრტ ტიპის მატარებელი შეასრულებს, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ.
6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
მათივე თქმით, გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში.
"გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი. სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი. იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით. გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის"- ნათქვამია განცხადებაში.
1725905370
1725903639
1725351631