ახალი ამბები • 1756410394
რამდებად სამართლიანად მიმდინარეობს ბინების გადანაწილება ''ოცნების ქალაქში" - ნინო ნიჟარაძე
საზოგადოება
1718904333
„რეალობას უნდა მოვერგოთ, უნივერსალური ვერაფერი ვერ იქნება“, - ასე უპასუხა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა TV 25-ის მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ წყდება, ვნებათაღელვა „ოცნების ქალაქში“ ბინების გადანაწილების საკითხზე. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ საცხოვრებლების გადაცემა სადავო არ გამხდარა,თუმცა ამავდროულად დასძენს, რომ თითოეულ ადამიანს, ვისაც ამ მიმართულებით პრეტენზია აქვს, ხვდებიან და ინფორმაციას აწვდიან. ნიჟარაძის განცხადებით, ზოგიერთს ფართი არ მოსწონს, ზოგიერთი კი მეორე ეტაპისთვის ლოდინს აპროტესტებს, თუმცა ამ რეალობას უნდა მოვერგოთ. შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ოცნების ქალაქში ფართების გადაცემა დაიწყო, იქ მცხოვრებლები აქციებს მართავენ და ამბობენ, რომ კრიტერიუმები გაურკვეველია.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა