ახალი ამბები • 1752161969
რას პასუხობს მერია ფიროსმანის 1ა-ში მცხოვრებლებს?
საზოგადოება
1731395831

"ამ ეტაპზე, ფიროსმანის ქ. # 1ა-ში მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მერიაში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს"- ასე პასუხობს ბათუმის მერია, გუშინ გამართული აქციის მოთხოვნებს.
უწყებასთან გამაფრთხილებელი აქცია ფიროსმანის #1 ა-ში მცხოვრებლებმა გამართეს და ავარიული სახლის ადგილზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. მოითხოვეს პროექტის შეჩერება. თქვეს, რომ პროცესები საფრთხის წინაშე 400-მდე ოჯახს აყენებს. ადგილობრივების თქმით, იიმის გარდა, რომ საცხოვრებელი ზონა ჩაბეტონდება, საჭიროების შემთხვევაში ეზოში ვერც სასწრაფო და სახანძრო დახმარების ჯგუფები მოახერხებენ შესვლას.
ფიროსმანის #1 ა-ში მცხოვრებლებმა თქვეს, რომ სხვა ალტერნატივა უნდა შესთავაზონ.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა