ახალი ამბები • 1679381740
როგორი ამინდი იქნება 22 მარტამდე? - პროგნოზი
საზოგადოება
1679051138

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
„17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხანძარი ბათუმის ბულვარში
1678945638

ძალადობრივმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ...
1678791148

ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს
1677745241

იუსტიციის სახლი გაქურდეს
1676454928
მეტის ნახვა