როგორი ამინდი იქნება უქმეებზე? - სინოპტიკოსების პროგნოზი 19 მაისამდე

უკვე მეორე დღეა ბათუმში, თბილი ამინდია. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, უნალექო ამინდი შაბათსაც შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება.

სააგენტოს ცნობითვე, თბილი ამინდი კვირასაც იქნება, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია მოღრუბლულობა. ჰაერი 20-24 გრადუსამდე დათბება.

წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ ორშაბათიდან. მოსალოდნელია ელჭექი და ძლიერი ქარი. 16 მაისს ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსი იქნება.

17-18 მაისამდე დროებით გამოიდარებს. 20-21-22 მაისს კი ისევ ნალექიან ამინდის ვარაუდობენ. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

მეტის ნახვა