ახალი ამბები • 1756410394
როგორია 25 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა? - კლინიკის განმარტება
საზოგადოება
1655881522

25 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გასულ კვირას, ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა, ისევ მძიმეა.
პაციენტი BMC-ში ჰყავთ მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებაში TV25.GE-ის უთხრეს, რომ დაშავებული რეანიმაციულ დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
BMC-ის ინფორმაციითვე, მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა წინა დღეებთან შედარებით, დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს, 25 წლის ბიჭი მანქანის შეკეთების დროს დაშავდა. მას ამწედან ჩამოვარდნილი ავტომობილი დაეცა. შემთხვევა ხულოში მოხდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა