ახალი ამბები • 1756410394
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ოპერატორები დაშავდნენ
საზოგადოება
1733307323

„ფორმულას“ ოპერატორი თედო ქვაჩახია ტვინის შერყევის დიაგნოზით, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. ქვაჩახია წუხელ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დაშავდა.
აქციაზე წუხელ, პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც დაშავდა.
მას პიროტექნიკა მოხვდა.
გაფრინდაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა - მას ხელი აქვს დაზიანებული.
"კარგად [ვარ], კარგად. არ ვიცი, არ დამინახავს, რა მოხდა ზუსტად", - თქვა გაფრინდაშვილმა საზმაუს ეთერში.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია უცხოური მედიის წარმომადგენელიც.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა