ახალი ამბები • 1752475579
სად გაითიშება ელექტროენერგია ხვალ აჭარაში?

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ბათუმში - 13:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: მ.ვარშანიძის, დ.თავდადებულის, გენერალ ა.აბაშიძის, ლუკა ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე ურეხის დასახლების ნაწილს.
ხელვაჩაურში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აჭარისწყალს, ჩიქუნეთს, ჩხუტუნეთს, განთიადსა და მიმდებარე სოფლებს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოჩხამურს, გვარას, წყავროკას, ხუცუბანს,საჩინოსა და მიმდებარე სოფლებს.
ქედაში - 10:30-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოქტომბერს,მეძიბნას,კუჭულასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

1745312322