ახალი ამბები • 1735650420
სად გაითიშება ელექტროენერგია ხვალ აჭარაში?
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ხელვაჩაურში - 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით მახვილაურის,მეჯინისწყლის,შავლიძეების,დაბა ხელვაჩაურის დასახლებებსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ქობულეთში - 12:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: ლეღვას, მუხაესტატეს,ალამბარსა და მიმდებარე სოფლებს.
ქედაში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხარაულას,კოკოტაურს,ხუნკუდას,ტაკიძეებს,დანდალოს,ცხმორისსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში - 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ჭვანას,ახალდაბას,ნაღვარევსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 09:00-დან 19:00 საათამდე სოფლებს:ვაშლოვანს,შურმულს,ქედლებსა და დეკანაშვილებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
1728455482
1727447820