ახალი ამბები • 1741954616
სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში 15 და 17 მარტს? მისამართები ცნობილია

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ხულოში - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: შურმულს,ქედლებს,ვაშლოვანსა და დეკანაშვილებს.
17 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ხელვაჩაურში - 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: განთიადს,კაპრეშუმსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ბათუმში - 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით თამარის დასახლებასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ქობულეთში - 11:40-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვირიკეს,ხუცუბანს,სოფელ ქობულეთსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.ასევე წერეთლის,თხილაიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
ქედაში - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აბუქეთას,წონიარისს,ახოს,ხარაულასა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნენიას,ჩანჩხალოს,სხეფსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.