ახალი ამბები • 1741711246
სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვირიკეს,ხუცუბანს,ბობოყვათს,გვარას, მუხაესტატესა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დ.აღმაშენებელის,კაიკაციშვილის,ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში - 12:00-დან 13:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახალსოფელს,ჭარნალს,ავგიასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ქედაში - 10:30-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვაშტას,ვაიოს,კოლოტაურს,საღორეთსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში - 10:30-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დაბაძველსა და ბესელაშვილებს.ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
ხულოში - 10:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ღორჯომს,ჭახაურს,მეკეიძეებსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.