ახალი ამბები • 1769693544
სადემონტაჟო სამუშაოები ბათუმის ბულვარში
საზოგადოება
1769598091
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ამორტიზებული კაფე-ბარის დემონტაჟს ახორციელებს. უსახური კონსტრუქცია ტურისტულ ზონაში სანაპირო ზოლის იერსახეს ამახინჯებდა.
სადემონტაჟო სამუშაოები ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების ტექნიკით, ბულვარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების ჩართულობით განხორციელდა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, ქალაქის მასშტაბით, უნებართვოდ განთავსებული კაფე-ბარებისა და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
მეტის ნახვა






















