საქართველოს რეგიონებში ყოველი მეოთხე ბავშვი დაქორწინებულია - გაეროს საგანგაშო სტატიკა

ნაადრევი ქორწინება

საქართველოს რეგიონებში ყოველი მეოთხე ბავშვი დაქორწინებულია - საგანგაშო სტატისტიკას ,,გაეროს მოსახლეობის ფონდი" ასაჯაროებს. კვლევის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს და მას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ანგარიშში ღიადაა ნათქვამი, რომ არასრულწლოვანთან შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში სამთავრობო უწყებები უმეტესად სწორად არ რეაგირებენ და მსგავსს საქმეებზე ხშირად საპროცესო გარიგებები ფორმდება. ფონდის ცნობით, ასეთი 39 ფაქტიდან საპროცესო შეთანხმება 20 პირს გაუფორმდა, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მხოლოდ 11 პირის მიმართ დაიწყო.

კვლევის თანახმად, 20-დან 24 წლის ახალგაზრდების 14%-ი 18 წლამდე ასაკში დაქორწინდა. მაჩვენებელი სოფლებსა და ქალაქებში საგრძნობლად განსხვავებულია. სოფელში 25%, ანუ ყოველი მეოთხე გოგონა დაქორწინებულია.

"ერთია დამოკიდებულების შეცვლა და ეს პრაქტიკა იყოს მიუღებელი. მეორეა, როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამ ყველაფერზე, როცა მისი პრევენცია ვერ ხერხდება. სწორედ ამ მეორე ნაწილს ეხება ეს კვლევა - თქვა ,,გაეროს ფონდის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

,,გაეროს ფონდი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს ადეკვატური რეაქცია არასრულწლოვნების ნაადრევი ქორწინების ფაქტებზე.

მეტის ნახვა