ახალი ამბები • 1722018189
საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 8 762 ადამიანს აქვს - მათგან 166 კაცია
საზოგადოება
1712126244
![მარტოხელა მშობელი მარტოხელა მშობელი](https://tv25.ge/uploads/files/2024/04/03/8764/martokhela-mshobeli_w_h.jpeg)
საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 8 762 ადამიანს აქვს. მონაცემი 2024 წლის 18 მარტით არსებულ მდგომარეობას ასახავს. ამის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილისადმი გაგზავნილ პასუხში წერია.
სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 8 762 პირიდან, 165-ს მარტოხელა მამის სტატუსი აქვს, ხოლო ერთი კაცი მშვილებელია. რაც შეეხება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 582 ქალს, 14-ს კი მშვილებელი ქალის.
სტატისტიკის თანახმადვე, გასულ წელს მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 2 518 ქალს და 110 კაცს მიენიჭა.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა