ახალი ამბები • 1733997205
შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე აქციზი შემცირდეს | კანონპროექტი
შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადი შემცირდეს - შესაბამისი ცვლილებები "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.
კანონპროექტის თანახმად, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, "ჰომოგენიზებული" ან "აღდგენილი" თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსის 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.
ცვლილებების ინიციატორები ამბობენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, წლიურად, დაახლოებით 24 965 047,2 ლარით შემცირდება.
დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო წელი 1 იანვრიდან იწყება.
ინიციატივის ავტორები - დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე და ელგუჯა გოცირიძე არიან.
1733990122
1728455482
1727447820