ახალი ამბები • 1728566105
შრომის უფლებების უხეში დარღვევა - შანგრიას თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ
საქართველოში შრომით ურთიერთობებს საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს. შესაბამისად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია, ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნები შეასრულოს. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, რეალურად სულ სხვა სურათი გვაქვს. ფაქტი ისაა, რომ , საქართველოში მუდმივად ირღვევა დასაქმებულთა უფლებები. საჯარო სექტორში, ამ მხრივ, შედარებით კარგი მდგომარეობაა - თუ საკუთარ კრიტიკულ აზრებს არ გადმოაფრქვევ და ხელისუფლების ერთგული იქნები, სამსახურიდან არავინ გაგიშვებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კერძო სექტორშია, სადაც ძალიან ხშირად და უხეშად ირღვევა შრომითი ურთიერთობები. დამსაქმებლები ბოროტად სარგებლობენ თავისი მდგომარეობით და დაუსაბუთებლად ათავისუფლებენ სამსახურებიდან ადამიანებს, იმის მიუხედავად, რომ მათთან ხელშეკრულებები ა ვალდებულებები აკავშირებთ. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა კაზინო „შანგრილას“ 400-მდე თანამშრომელი.
1728068947
1726854943
1726726009