ახალი ამბები • 1769693544
შრომითი უფლებების გაუმჯობესება და ანაზღაურების მომატება - კურიერებმა აქცია გამართეს
საზოგადოება
1675590263
შრომითი უფლებების გაუმჯობესება და ანაზღაურების მომატება - ამ მოთხოვნებით, თბილისში, Wolt-ის კურიერებმა აქცია გამართეს. მათ პროტესტის ნიშნად აპლიკაციები გათიშეს.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილების თქმით, ვიდრე საჯაროდ გამოვიდოდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ადმინისტრაციასთან, რომელმაც კურიერებს სთხოვა რამდენიმე დღე მოეცადათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია მათ აღარ დაკავშირებია, თანამშრომლებმა აქცია გამართეს.
კურიერები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი აქციებს გააგრძელებენ.
აქცია რესპუბლიკის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სოლიდარობის ნიშნად, Wolt-ის კურიერებს glovo-ს კურიერებიც შეუერთდნენ.
მეტის ნახვა






















