ახალი ამბები • 1756410394
სოფელ ჩხუტუნეთში ცხემლარას მარნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება
1659724438
სოფელ ჩხუტუნეთში ცხემლარას მარნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული მარანი, საგვარეულო საკუთრებას წარმოადგენს და ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობა გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება და მაჭახლის ხეობაში უძველესი დროიდან მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე მეტყველებს. ნაგებობა კლდოვან ქიმზეა მიშენებული და ჩვენამდე, მეტ-ნაკლებად, დაცული სახითაა მოღწეული. ძეგლის რეაბილიტაციისთვის 67 000 ლარია გათვალისწინებული.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა