სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემისთვის დოკუმენტაცია მზადდება - კობახიძე

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემისთვის დოკუმენტაცია მზადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა.

მისივე ინფორმაციით, 400-ზე მეტი სახლი იყო დატბორილი, ხოლო 296 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მთავრობის მეთაურის ცნობით, უკვე შეფასდა შეფასდა ზარალი და მზადდება დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს ანაზღაურება.

„საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

მეტის ნახვა