ახალი ამბები • 1752592983
"თავისუფლების სიყვარულით" - ბათუმში, საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს
საზოგადოება
1685103801
"თავისუფლების სიყვარულით"- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობები მიმდინარეობს. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილია საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
ადგილზე ბავშვებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი. აქტივობები, საღამოს გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა