ახალი ამბები • 1756410394
თბილისი-ბათუმის პირველი ავიარეისი გაუქმდა - რატომ?
საზოგადოება
1690551469

თბილისი-ბათუმის პირველი ავიარეისი თვითმფრინავის გაუმართაობის გამო გაუქმდა. როგორც „ავიაკომპანია ჯეო სქაის“ წარმომადგენელი TV25-თან აცხადებს, ავიახომალდის ტექნიკური ხარვეზი გაფრენის წინ, დაუგეგმავი შემოწმებისას, პილოტმა შეამჩნია.
შალვა კიკნაძის ინფორმაციით, ბორტზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, თუმცა, 10 საათზე დაგეგმილი ფრენა აღარ განხორციელდა. კიკნაძის ცნობითვე, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
თვითმფრინავს გეგმიური შემოწმება გავლილი ჰქონდა. Georgian Wings თბილისსა და ბათუმს შორის კვირაში 12 ფრენის შესრულებას გეგმავს. რეისები 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ფასი 155 ლარიდან იწყება. ფრენის ხანგრძლივობა 55 წუთია.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა