ახალი ამბები • 1769693544
ტრაგედია ქობულეთში - ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
საზოგადოება
1770291224
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში. არსებული ინფორმაცით, 19 წლის კაცი საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის განაპირას დაჭაობებულ ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფებმა გამოიყვანეს.
ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მეტის ნახვა






















