წაიქცა 15 ხე, 54 სახლს სახურავი დაუზიანდა, ფიქსირდება მეწყერული პროცესები | სტიქიის შედეგები ქობულეთში

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში, ძლიერი ქარის შედეგად, 54 საცხოვრებელს სახურავი ნაწილობრივ დაუზიანდა, მათ შორის ოთხი - მრავალბინიანი კორპუსია. წაიქცა 15 ხე. 

დღეის მდგომარეობით, ლეღვასა და ბობოყვათში მეწყერული პროცესები ფიქსირდება. ბობოყვათში ჩაიკეტა საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, გზის გაწმენდითი სამუშაოებია დაწყებული.

ელექტროენერგიის გარეშეა სოფელ აჭყვისთავს. ადგილზე "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები მუშაობენ.

მერიაში გვითხრეს, რომ უწყებაში შეტყობინებები ეტაპობრივად შედის.

"მიმდინარეობს შესწავლა თითოეულ შემთხვევაზე, გავდივართ, ვსწავლობთ და შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად დავიწყებთ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას", - გვითხრეს მერიაში.

მეტის ნახვა