ახალი ამბები • 1751633470
ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში
საზოგადოება
1729613316
გრიშაშვილის ჩიხის 1-ში მდებარე 9 სართულიან კორპუსის მობინადრე 54 ოჯახი დახმარებას ითხოვს. მოქალაქეები ამბობენ, რომ გაუსაძლის და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ. ჰყვებიან, პრობლემების საკუთარი ძალებით გადაჭრას ვერ ახერხებენ. საქმე ისაა, რომ წვიმის დროს სადარბაზოებში, ლიფტებსა და სახლებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ადგილობრივები შენობაში ქოლგებითა და რეზინის ჩექმებით გადაადგილდებიან. შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხით დღემდე არავინ დაინტერესებულა. როდის მოგვარდება კორპუსში მცხოვრებლების პრობლემა, ვერ გავარკვიეთ. ბათუმის მერიამ მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გადაგვამისამართა, ამ უკანასკნელში კი სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა