ახალი ამბები • 1751358640
ცნობილია, სად გაითიშება ელექტროენერგია ხვალ აჭარაში

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ბათუმში - 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ლეხ და მარია კაჩინსკების, ინასარიძის, კობალაძის, ფიროსმანის,ზ.გორგილაძის,აბუსერიძისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე ანგისის დასახლების ნაწილს.
ქობულეთში - 12:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლეღვას, ქაქუთს, ჭახათსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში - 11:00-დან 19:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნენიას, ჩანჩხალოს, ლომანაურს, გუნდაურსა და მიმდებარე სოფლბს.
ხულოში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქედლებს, ვაშლოვანს, სხანდარასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.