ახალი ამბები • 1752046255
წყალში გადაყრილი ფული და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ქედაში
საზოგადოება
1718386691
წყალში გადაყრილი ფული და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. გიყვებით ქედის მუნიციპალიტეტში, პირველ მაისში მდებარე სოციალურ სახლზე, რომელშიც აგარიდან მეწყერს გამოქცეული 20 ოჯახი ცხოვრობს. მის მშენებლობაზე მილიონნახევარი ლარი დაიხარჯა, თუმცა აშენებიდან ორი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენობაში არ არის ლიფტი, სასმელი წყალი და პრობლემიური კიდევ რამდენიმე საკითხი. არადა, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ კიდევ 2022 წელს ამტკიცებდა, რომ 5 სართულიანი კორპუსი ევროსტანდარტების შესაბამისად აშენდა. ქედის მერიაში დღეს სათქმელი თემასთან დაკავშირებით არაფერი აღმოაჩნდათ.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა