წყლის პრობლემა დაბა ხულოში

წყალი გრაფიკით. გიყვებით მაღალმთიან აჭარაში,  მცხოვრებლების გასაჭირზე. დაბა ხულოში მოსახლეობას სასმელი წყალი კონკრეტულ საათებში მიეწოდება. თუმცა ეს მთავარი პრობლემა არ არის. წყალი იმდენად მღვრიეა, რომ მისი სასმელად გამოყენება ჭირს. მოქალაქეები სასმელ წყალს ან მაღაზიებში ყიდულობენ, ან მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან. 12 წელია სიტუაცია არ იცვლება. ეს ყველაფერი კი მთაში მცხოვრებლების ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ყოფას, კიდევ უფრო ამძიმებს. 

მეტის ნახვა