უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი აჭარაში

უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი აჭარაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩიძეებში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო სპეციალურ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან დასაკავშირებლად უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე: 153

მეტის ნახვა