უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა დედა "ოცნების ქალაქიდან" - რატომ მოუხსნეს სოციალური დახმარება ქრისტინე გოგოლაძეს?

როცა ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობ, დედა ხარ და თან მარტოხელა. უნდა გიამბოთ ქალზე, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ქალზე, რომელიც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არსებობს და მცირეწლოვან შვილს ზრდის პირობებში, რომელიც ვერანაირ კრიტიკას უძლებს. ფიცრული, რომელსაც ქრისტინე გოგოლაძე ღამეს ითევს, ნაქირავები აქვს.

ოც კვადრატულ ფიცრულში, ორი წლის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ პირობები, მცირეწლოვნისთვის შეუსაბამოა. ე.წ „ოცნების ქალაქში“ მდებარე ქოხში, მთელი, არც ფანჯარაა და არც კარი. აქ, ისე ცივა, როგორც გარეთ.

ქალს სახლში, არც საყოფაცხოვრებო ტექნიკა აქვს. იმისთვის, რომ ელემენტარული ჰიგიენური პირობები დაიცვას, არც სააბაზანო აქვს. სანახევროდ მშიერი დედა-შვილი დახმარებას დიდი ხანია ითხოვს. ყურადღების მიმქცევი კი, არავინ ჰყავთ.

საქმე იმაშია, რომ  მათ საკუთრებას არც ეს პატარა ფიცრული  წარმოადგენს. პატარა ანდრია და ქრისტინე აქ, ქირით ცხოვრობენ. მალე თანხის გადახდის დრო მოდის, თუმცა როგორ უნდა გაუმკლავდეს ფინანსურ დავალიანებას, არ იცის. მარტოხელა  ქალს დამხმარე არავინ ჰყავს.

უკიდურესად გაჭირვებულ ქალს, სოციალური დახმარება მოუხსნეს. განცხადება ხელახლა დაწერა. გაითვალისწინებს თუ არა უწყება მარტოხელა დედა-შვილის მძიმე ყოველდღიურობას? დავუკავშირდით სოციალური მომსახურების სააგენტოს. აქ გვითხრეს, რომ დედა-შვილს დახმარება 2024 წლის პირველივე თვიდან აღუდგება.

მეტის ნახვა