ახალი ამბები • 1769693544
უსახლკაროები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციებს განაგრძობენ
საზოგადოება
1730887909
უსახლკაროები, რომლებიც ბათუმში, რამდენიმე ლოკაციაზე არიან შეჭრილები, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. სოციალურად დაუცველები ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მანამ არ გაჩერდებიან, ვიდრე ხელისუფლება მათ წუხილს არ გაიზიარებს. უარი თქვეს სახელმწიფოს შეთავაზებაზე. წინადადება თითოეულ მათგანზე 3 ათასი ლარის გადახდას და ქირით გაყვანას გულისხმობდა. ითხოვენ, მთავრობამ მათთვის კორპუსი ააშენოს.
შეგახსენებთ, უსახლკაროები აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან თითქმის ყოველდღიურად მართავენ. დაკმაყოფილებას ჯამში 100-მდე ოჯახი ითხოვს.
მეტის ნახვა






















