ახალი ამბები • 1756410394
უსახლკაროები ბათუმის მერიასთან დღესაც შეიკრიბნენ
საზოგადოება
1729786911
უსახლკაროები ტრადიციულ შეკრებებს განაგრძობენ. ისინი ბათუმის მერიასთან დღესაც მივიდნენ. „ფუხარას ხმის“ ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს ვიცე-მერს შეხვდა და გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს. მერაბ ბლადაძის ინფორმაციით, უსახლკაროთა საკითხი ნოემბერში, საკრებულოს პირველივე სესიაზე განიხილება. ბლადაძე იმედოვნებს, რომ პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. დანაპირების შესრულების იმედი აქვთ აქციის მონაწილეებაც, თუმცა ხუთშაბათის აქციებს კვლავ აანონსებენ, ვიდრე ყველა უსახლკარო საცხოვრისით არ დაკმაყოფილდება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა