ახალი ამბები • 1733750807
ვის სურს გამჭვირვალობა - ხალხს თუ ხელისუფლებას?
მას შემდეგ, რაც აგენტების კანონი პარლამენტში ხელმეორედ დაინიცირდა და მოსახლეობამ ქუჩაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ქართულმა ოცნებამ ამ შინაარსის პროპაგანდა აამუშავა: რომ გამჭვირვალობა ხალხს სურს. მმართველი გუნდის წევრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმეორებენ, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომელი ორგანიზაცია ვის ინტერესს ატარებს ან ვინ რიხცავს საქართველოში შავ ფულს. ერთ-ერთი ბოლო განცხადება, პრემიერმა გააკეთა და თქვა, რომ „კანონის შედეგი იქნება ვებგვერდი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, ვის ვინ აფინანსებს. „მაცნე“ დღეს დაინტერესდა, რეალურად აინტერესებთ თუ არა ადამიანებს ეს ყველაფერი და იქნებიან თუ არა იმ ვებგვერდის მომხმარებლები მისი შემქნის შემთვევაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ დააანონდა. ვნახოთ ბათუმის ქუჩებში გამოკითხულების მოსაზრებები.
1728455482
1727447820