ახალი ამბები • 1756410394
"ვვარაუდობთ, რომ ხვალ დღის ბოლომდე ყველა აბონენტს მიეწოდება ბუნებრივი აირი" | "სოკარ ჯორჯია გაზი"
საზოგადოება
1741770846

"ვვარაუდობთ, რომ ხვალ დღის ბოლომდე ყველა აბონენტს მიეწოდება ბუნებრივი აირი" - უთხრეს "სოკარ ჯორჯია გაზში" TV25.GE-ს. კომპანიის ცნობითვე, გაზმომარაგების მიწოდება უკვე დაწყებულია. რამდენ აბონენტს აღუდგა გაზმომარაგება და რამდენი რჩება ბუნებრივი აირის გარეშე? კითხვაზე პასუხი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეს, დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.
რაც შეეხება დაზიანებას – "სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ აღმოფხვრილია.
გუშინ, დილიდან ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება შეწყდა. მიზეზი სოფელ ცეცხლაურში, ცენტრალური გაზსადენი მილის დაზიანება გახდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა