ახალი ამბები • 1746614340
18 წლიანი ძებნის შემდეგ, გერმანიაში, მკვლელობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს
უცხოეთი
1685537162

18 წლიანი ძებნის შემდეგ, გერმანიაში, მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულმა, 2005 წელს, ქალაქ გრეცში, 29 წლის მამაკაცი დანით მოკლა. ეჭმიტანილის ვინაობა ანაბეჭდებით დადგინდა. საერთაშორისო ძებნაში მყოფი 52 წლის კაცი, დორტმუნდის აეროპორტში, ქუთაისიდან ჩაფრენისას დააკავეს. მკვლელობის ფაქტი, ერთ-ერთი თავშესაფრის ტერიტორიაზე მოხდა.
სისხლიან გარჩევას, წინ, 2000 ევროსთვის დაწყებული დავა უძღოდა. ბრალდებული პატიმრობაშია და უახლოეს მომავალში გერმანულ სასამართლოს წარედგინება.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა