ახალი ამბები • 1752592983
23 წლის ტურისტი სელფის გადაღებისას ვულკან ვეზუვის კრატერში ჩავარდა
უცხოეთი
1657778792

ამერიკელი ტურისტი იტალიაში მოქმედ ვულკან ვეზუვის კრატერში ჩავარდა.
23 წლის კაცს, სელფის გადაღებისას ტელეფონი ჩაუვრდა და მისი ამოღება სცადა, ის რამდენიმე მეტრით ჩავარდა კრატერის ფერფლში. ტურისტი პარკის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
ოფიციალური პირების თქმით, კაცმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ვეზუვიუსის პარკის სატყეო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ტურისტმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სავარაუდოდ, არანებადართულ გზაზე იარა, რათა მიეღწია ვეზუვის მწვერვალისთვის 1 281 მეტ სიმაღლეზე.
სპიკერმა ABC News-ს განუცხადა, რომ სჯერა კაცი ისეთი გზით წავიდა, რომელზეც მინიშნებები არ იყო, რადგან ვეზუვის მოსანახულებელი ბილეთები, რომელიც შეზღუდულია, ყველა დაჯავშნილი იყო.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა