ახალი ამბები • 1752046255
3 ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა - გუშინდელი მიწისძვრის შედეგები თურქეთში
უცხოეთი
1676958327

თურქეთში, გუშინ მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.
სულეიმან სოილუს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები ანტაკიაში, დეფნესა და სამანდაგში აღმოაჩინეს. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, პოტენციურად საშიშ შენობებში არ შევიდნენ.
მედიის ცნობით, ქუჩებში შიში და პანიკაა. სამაშველო ბრიგადები ცდილობენ ყველაზე დაზარალებულ ტერიტორიებს მიაღწიონ, სადაც 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების კედლები ჩამოინგრა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა