6 თვის შემდეგ, ჩინეთში კოვიდით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთი კოვიდი

პეკინი ყველაზე მძიმე Covid-გამოცდის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც ქვეყანაში, ექვსი თვის შემდეგ, კორონავირუსისგან გამოწვეული პირველი სიკვდილი დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევების რიცხვიც იზრდება, - ამის შესახებ BBC წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ შაბათის შემდეგ, ჩინეთის დედაქალაქში სამი გარდაცვალება დაფიქსირდა, რითიც ქვეყანაში დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 5,229-მდე გაიზარდა. პეკინი, სადაც 21 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ისევ ჩაკეტილია.

პეკინში ჰაიდიანისა და ჩაოიანგის რაიონებში მაღაზიები, სკოლები და რესტორნები უკვე დაკეტეს. მათ კი, ვინც დედაქალაქში მიემგზავრებიან, მოუწევთ გამოკვლევების ჩატარება ვიზიტის პირველი სამი დღის განმავლობაში.

პეკინის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღწერა სიტუაცია როგორც, ყველაზე რთული და მძიმე, რომელიც ჯერ კიდევ მათ ქალაქშია. ერთი დღით ადრე, მუნიციპალიტეტის სპიკერმა გააფრთხილა, რომ პეკინს ემუქრება "საშინელი და რთული ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სიტუაცია".

მეტის ნახვა