ახალი ამბები • 1782206460
აფეთქება სტამბოლის ცენტრში - დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
უცხოეთი
1668405832
სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.
სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება.
მეტის ნახვა






















