ახალი ამბები • 1685519059
არჩევნების II ტური თურქეთში - რა პროგნოზები კეთდება საქართველოში?
საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში - ოფიციალური შედეგების მიხედვით, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თარიღად 28 მაისი დასახელდა. არსებული მონაცემებიდან გაირკვა, რომ კენჭისყრაში ორი კანდიდატი ლიდერობდა - მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც მეზობელ ქვეყანას 20 წელია მართავს და ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ. როგორი იყო პრეზიდენტობის მსურველთა წინასაარჩევნო დაპირებები, რით თვლიან თავს უპირატესად და რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას ერდოღანის კიდევ ერთი ვადით მმართველობა?
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მეზობელი ქვეყნის ისტორიაში, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, რომელიც 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებაში დარჩენის საკითხს გადაწყვეტს. პირველი ტურის მიხედვით ერდოღანის მხარდამჭერთა რაოდენობა, 50 %-იან ნიშნულს ჩამოცდა. მოლოდინი, რომ მას ამომრჩევლის 60 % უჭერდა მხარს გაქარწყლდა. მოქმედ პრეზიდენტს დამარცხებისთვის საჭირო კონკურენციას ოპონენტები ვერ უწევენ. შედეგად, თურქეთში, მეორე ტური გაიმართება. რა შეიცვლება მეზობელ ქვეყანაში, თუ კი, ერდოღანი მმართველობის სადავეებს შეინარჩუნებს. საქართველოში ფიქრობენ, რომ ცვლილებები არ დადგება. პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ერდოღანი ჩვეულ, წინააღმდეგობრივ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის ამომრჩეველთა მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, საქართველოში ფიქრობენ, რომ ადგილობრივმა ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, რის გამოც ოპონენტებმა, პირველივე ტურში ხმების საჭირო ოდენობა ვერ მიიღეს. თემურ გორგაძე ფიქრობს, რომ ერდოღანის შემთხვევაში დიდად არაფერი შეცვლილა, რადგან, წინა არჩევნებშიც დაახლოებით იგივე შედეგით მოიპოვა გამარჯვება. გორგაძის თქმით, მეზობელ ქვეყანაშიც ზუსტად ის ხდება, რაც საქართველოში - ოპოზიცია მუშაობს დიდ ქალაქებზე და რეგიონები თვალთახედვიდან რჩებათ. ოპოზიციის შეცდომად მიაჩნია, ასევე, კოალიცია, რომელიც იდეოლოგიურად, ერდოღანის მომხრეების უმრავლესობითაა გაერთიანებული.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის, თითქმის, 50% სურს ცვლილებები, ერდოღანის გამარჯვებას პროგნოზირებს გიორგი მასალკინი. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ასაკში მყოფი ერდოღანი, კარდინალურ სიახლეებს ვერ აჩვენებს. რაც შეეხება, შედეგებს, მასალკინის შეფასებით, ჩანს, რომ დემოკრატიის თურქული მოდელი მუშაობს.
საპრეზიდენტო არჩევნები, თურქეთში, გუშინ გაიმართა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქე, ოპოზიციის კანდიდატი ქილიჩდაროღლუა. ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, რის გამოც, კენჭისყრის მეორე ტური ჩაინიშნა.

1683875927