ახალი ამბები • 1756410394
ათენში, ქართველმა გაძარცვა სახლი, სადაც დამხმარედ მუშაობდა - ქალი დააკავეს
უცხოეთი
1684392384

ათენში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ქალმა გაძარცვა სახლი, სადაც დამხმარედ მუშაობდა. მას თანამზრახველიც ჰყავდა.
გამოცემის ცნობით, 55 წლის ქართველმა მოხუც ქალს 10 000 ევრო, დიდი ოდენობით ოქრო და ძვირფასეულობა მოჰპარა.
ქურდობაში ბრალდებული საბერძნეთის აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა საქართველოში დაბრუნებას აპირებდა.
შემთხვევა გლიფადაში მოხდა. დაკავებული პროკურატურაში გადაიყვანეს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა