ახალი ამბები • 1756410394
ავსტრიაში, საწვავის ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს
უცხოეთი
1686119044

ავსტრიაში, საწვავის ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს. შემთხვევა ვოლფსბერგის რაიონში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე საქართველოს ორმა მოქალაქემ მანქანა საწვავით აავსო და თანხა არ გადაიხადა. მათ ტერიტორია მაშინვე დატოვეს.
"დაუყოვნებლივ დაწყებული ჩხრეკის გამო, დამნაშავეები მალევე, ვოლფსბერგის საავტომობილო გზების პოლიციის ინსპექციის პატრულმა გააჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა“, - იტყობინება პოლიცია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქართველებს ეკრძალებათ ავსტრიაში ყოფნა და მათ უცხოური სასამართლო ორგანო ეძებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა