ახალი ამბები • 1763483982
ბინების სისტემურად ძარცვისთვის, იტალიაში, ორი ქართველი დააკავეს
უცხოეთი
1685514192
იტალიაში, ორი ქართველი დააკავეს. მათ ბინების სისტემურ ძარცვას ედავებიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, თანამზრახველები კარის საკეტების დაზიანებით, საცხოვრებლებში იპარებოდნენ და ძარცვავდნენ. პოლიციამ მათი სახლიდან დიდი ოდენობით ძვირფასეულობა, საათები, ასევე, იარაღები ამოიღო.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდნენ. დამნაშავეებს პატიმრობა მიუსაჯეს.
"ორივე დაკავება დადასტურდა პროკურორების მიერ, ხოლო შესაბამისმა გამომძიებელმა მოსამართლეებმა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენეს. მათ დოკუმენტები გადასცეს პისტოიას პროკურატურას, სასამართლო ოფისს, რომელიც კოორდინაციას უწევდა გამოძიებას", - წერია ინფორმაციაში.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















