ახალი ამბები • 1763483982
დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა - დამანგრეველი მიწისძვრა ინდონეზიაში
უცხოეთი
1669098476
ინდონეზიის დასავლეთ ჯავის პროვინციაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევების ქვეშ მყოფებს ისევ ეძებენ. მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ ჯავაში, ქალაქ ციანჯურთან იყო.
ინდონეზიის კატასტროფების შესუსტების სააგენტომ (BNPB) განაცხადა, რომ დანგრეული შენობების ქვეშ ათობით ადამიანი რჩება და მათ ამოსაყვანად სამუშაოები ისევ გრძელდება.
"ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზრდება."- ამბობს ჯავის გუბერნატორი, რიდვან კამილი.
BNPB-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 2200-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















