ახალი ამბები • 1752267330
"დიდი ოცეულის" სამიტი გაიხსნა - ცნობილია, დღის წესრიგის მთავარი საკითხები

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე დღეს „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება.
„ვიმედოვნებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს შეუძლია უზრუნველყოს კონკრეტული პარტნიორობა, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს ეკონომიკურ აღდგენაში“, - განაცხადა ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ.
სამიტზე ვიდეო კავშირის საშუალებით სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
"დარწმუნებული ვარ, ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს, ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს დაელოდოს და გააძლიეროს თავისი ძალები", - თქვა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ სამიტს არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომლის სამიტზე მიწვევის გაუქმებას უკრაინა და დასავლეთი ითხოვდა. ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინის მიწვევის გაუქმებაზე უარი განაცხადა, თუმცა კრემლის ინფორმაციით, დატვირთული გრაფიკის გამო, პუტინი სამიტზე დასწრებას ვერ შეძლებს და შეხვედრაზე მას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩაანაცვლებს.
სამიტის წინ პოზიტიური ნიშანი იყო სამსაათიანი ორმხრივი შეხვედრა აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის, როდესაც ორმა ლიდერმა პირობა დადო, რომ ბევრი უთანხმოების მიუხედავად, კომუნიკაციას გააძლიერებენ.
სამიტის ფარგლებში, ორმხრივ მოლაპარაკებებს ბევრი ლიდერი გამართავს.

1752065820

1745312322